
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მუშაობენ რა პირობებით შეიძლება გაიხნას, ან საერთოდ გაიხსნება თუ არა ზამთრის კურორტები. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.
"ჩვენ არ ვაპირებთ მასშტაბურ ლოქდაუნს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია და ვმართოთ თუნდაც ასეთი გაზრდილი გამოვლინებები ეპიდემიის და ამავდროულად ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა, ბიზნესის გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ. წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის გახდება ცნობილი", - თქვა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, არ უნდა მოვლენებს გაუსწროს და გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგების რჩევების მიხედვით მიიღებენ.