სირცხვლის დერეფნები არ განიხილება, ამომრჩეველზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიცია დღევანდელ 19 ნოემბერის შეხვედრაზე იმსჯელებს რა ფორმით ჩატარდება შაბათს, არჩევნების მერე ტურის დღეს აქცია. მისივე თქმით, კლასიკური გაგებით სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, რადგან ამომრჩეველზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს.

"დღეს ვიმსჯელებთ უფრო დეტალურად რა ფორმით ჩავატარებთ საპროტესტო აქციას, ნებისმიერ შემთხვევაში, აქცია იქნება, ოღონდ კონკრეტულ ფორმაზე შევთანმხდებით დღეს. ბევრი ვერსიები იხილება, მათ შორის ჯაჭვიც, დღეს ყველა პარტია საკუთარ პოზიციას წარმოადგენს. სირცხვლის დერეფანი, როგორც კლასიკური მოდელი სირცხვილის დერეფნის არ განიხილება, იმიტომ რომ ჩვენი ამომრჩეველია თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ უნდა მოვახდიონთ ზეწოლა ამომრჩეველზე, რომელიც მიდის და ხმას აძლევს", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიცა ამ წუთებში შეხევდრას "ლელოს" ოფისში მართავს. ისინი 21 ნოემბერის აქციის ფორმასა და საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცა მონაწილეობას არ მიიღებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი