პატარა პარტიების ამომრჩეველი იმედგაცრუებულია - ანრი ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ ახერხებს, საკუთარი, "ვიწროპარტიული დღის წესრიგის მიხედვით ატაროს პატარა ოპოზიციური პარტიები", რის გამოც, "ამ პარტიების ამომრჩეველი იმედგაცრუებულია". - განცხადება ბრიფინგზე "ქართული ოცნების" სახელით წინა მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა არჩევნები "შემდგარად და ლეგიტიმურად" მიიჩნიეს, ამიტომ, ოპოზიციამ "არ უნდა დაღალოს ხალხი" და პარლამენტში უნდა შევიდეს. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩევლები, ვინც მხარი დაუჭირა პატარა პარტიებს, იმედგაცრუებული არიან, რადგან აღმოაჩინეს, რომ  მხარი დაუჭერიათ ნაციონალური მოძრაობისთვის და არა ამ პატარა პარტიებისთვის. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ახერხებს, საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ატაროს ეს პატარა პარტიები, მაგრამ ამ პარტიებს ჯერ კიდევ მოუწევთ ტესტის ჩაბარება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას დაკარგავენ, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, მოლაპარაკებებში ოპოზიციასთან და არავინ გაურბის დებატებს, თუმცა, ყველაფერი უნდა განვითარდეს სამართლებრივ ჭრილში. 

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია სრული შემადგენლობით უცხადებს ბოიკოტს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი