არჩევნების გაყალბების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას სპეციალურ მანიფესტზე ხელმოწერით ვილნიუსის სკვერში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აპროტესტებენ.
ვილნიუსის სკვერში ამ დროისთვის უკვე არიან შეკრებილი მხატვრები, მსახიობები, ჟურნალისტები, მეცნიერები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, თითოეული მოქალაქის ბრძოლაა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სტაბილურად და დემოკრატიულად უნდა განვითარდეს, - ამბობს შეურიგებლობის მანიფესტზე ხელმომწერი გიორგი ქადაგიძე, ილიაუნის პროფესორი.
ჩვენ ვერ შევეგუებით ამ სახელმწიფოს დასრულებას, ვერ შევეგუებით, რომ ცესკომ მოიპაროს არჩევნევბი, ვერ შევეგუებით და ამას გამოვხატავთ ყველა კანონიერი გზით, - ამბობს ვილნიუსის სკვერში მისული ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი.
ხელმოწერები 14:00 საათიდან დაიწყო და შეუძლია ყველა მოქალაქეს, ვინც იზიარებს ოპოზიციისა და მესამე სექტორის ერთობლივ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.