მეორე ტურებს, ბოიკოტს უცხადებს "ნციონალური მოძრაობა" აჭარაშიც - განაცხადი, უმაღლეს საარჩევნო კომისაიში ლევან ვარშალომიძემ უკვე შეიტანა. ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდდატი აცხდებს, რომ მეორე ტური ხელიუფლების ფარსია და მასში მონაწილეობას ოპოზოიცია არ აპირებს.
"ოფიციალურდ მივმართავ ცესკოს და ასევე უსკოს განცხადებით, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ ვიღებთ. ჩვენ ყველა ამომრჩეველს, მხარდამჭერს, მოვუწოდებთ, რომ არჩევნებზე არ მივიდეს, რადგან ის გაყალბდა. ქართულმა ოცნებამ დემოკრატია საბოლოო დამარხა, ამიტომ ოპოზიცის მოთხოვნა უცვლელი რჩება", - თქვა ლევან ვარშალომიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ენმ-ძალა ერთობაშია" ოფიციალურად ამბობს უარს მეორე ტურში მონაწილეობაზე და იმ 12 კანდიდატს კენჭისყრიდან ხსნის, ვინც მეორე ტურში გადავიდა. ამ ბოიკოტს აჭარიდან პლუს ორი კანდიდატი უერთდება.
ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს. მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.