ოპოზიციის შეხვედრა "ლელოში" - აქცია მეორე ტურის პარალელურად

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი საგანგებო შეკრება, მოლპარაების მესამე რაუნდის და გაყალბებული არჩვენების მეორე ტურის წინ, ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები, "ლელოს" ოფისში მოლაპარაკებას მართავენ. შეხვედრისას განიხილავენ, თუ რა ფორმით გამართავენ აქციას მეორე ტურის პარალელურად. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პროტესტის სხვადასხვა ფორმა განიხილება. უდუმაშვილისვე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ახლა ხელისუფლება კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეს.  

ბევრი ვერსია იხილება, მათ შორის ჯაჭვიც, სხვადასხვა ფორმის აქციები. დღეს ყველა პარტია საკუთარ პოზიციას წარმოადგენს და საბოლოოდ შევჯერდებით იმ ერთ მოდელზე, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება გონივრული წინადადება, იმიტომ რომ ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შესული  საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ეს უპირველეს ყოვლისა, ეხება ხელისუფლებას.

რა თქმა უნდა, წინადადებები შეიძლება იყოს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ეს წინადადებები, სხვადასხვა მოდელზე შეიძლება აქ საუბარი, კონკრეტულად, რა იურიდიული ფორმა მიეცემა ამ ყველაფერს, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, უბრალოდ ჩვენ ველოდებით ახლა იმ წინადადებას, რომელიც იქნება წარმოდგენილი ხელისუფლების მხრიდან - ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

"ევროპული საქართველო" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქვეყანას აქვს ამოცანები და ეს ამოცანა არის ახალი, ნორმალური არჩევნები, ცესკოში ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომ ხელახალ არჩევნებამდე პოლიტიკური პროცესი ნორმალური იყოს.

აქვე გეტყვით, რომ ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი