მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა და ამჟამინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 56 727 696-ს აღწევს.
ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელდა, 39 მილიონზე მეტი ადამიანი (39 497 726), 1.3 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა (1 357 809).
ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა თითქმის 16 მილიონია (15 872 161), საიდანაც კრიტიკულად მძიმეა 101 345–ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების რეკორდული ზრდაც მოჰყვა და ეს კარგად ჩანს Worldometers-ის გრაფიკზე:
ცნობისთვის საქართველოში, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.
დღეს ჩინეთში, საიდანაც ვირუსი პირველად გავრცელდა, კორონავირუსის მხოლოდ 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში კი კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 3 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ COVID-19 საქართველოში პირველად 26 თებერვალს დადასტურდა.
ცნობისთვის, აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, Pfizer-ისა, და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შემუშავებულმა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, საბოლოო შედეგით 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.