კორონავირუსით ინფიცირების 3 102 შემთხვევით მეტია დღეს საქართველოში ვიდრე ჩინეთში

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი დღეს საქართველოში 3 102-ით მეტია ვიდრე ჩინეთში, ასევე საერთო რაოდენობით ჩინეთი საქართველოს ინფიცირების მხოლოდ 500-მდე შემთხვევით აღემატება.  რაც შეეხება გასულ დღე-ღამეს, ბოლო 24 საათში ჩინეთში COVID-19 მხოლოდ 15 ადამიანს დაუდასტურდა, საქართველოში კი 3 117-ს.

Worldometers-ის მონაცემებზე დაყრდნობით, პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ჩინეთში COVID-19-ით სულ 86 361 ადამიანი ინფიცირდა, საქართველოში კი - 85 952. ეს იმას ნიშნავს, რომ 1.3 მილიარდიანი ჩინეთი 3.7 მილიონიან საქართველოს მხოლოდ 409 ინფიცირებულით აღემატება. 

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსი პირველად - 2019 წლის დეკემბერში - სწორედ ჩინეთიდან, უჰანის პროვინციიდან, გავრცელდა. ქვეყანაში ინფიცირების პიკი თებერვალი იყო, უკვე მარტიდან კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღიურად 300-ზე მეტს არ აღემატებოდა.

აქვე გთავაზობთ Worldometers-ის გრაფიკს, რომელზეც ასახულია ჩინეთში კოვიდაქტიური შემთხვევების უცაბედი ზრდა, შემდეგ კი გრძელვადიანი კლება:

საქართველოსთვის კი, სადაც ყოველდღიურად რეკორდულად მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა, აქტიური შემთხვევების გრაფიკი ასე გამოიყურება:

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით დამატებით 3 117 ადამიანი ინფიცირდა. ეს მაშინ, როცა გუშინდელი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მხოლოდ 227 საწოლია თავისუფალი

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულია ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი და ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორი - თენგიზ ცერცვაძეც. 

 გარდა კორონავირუსთან არაეფექტური ბრძოლისა, დაგვიანდა სეზონური გრიპის ვაქცინის დროულად და საჭირო რაოდენობით შემოტანაც, შესაბამისად, მოსახლეობაზე დისტრიბუციაც - ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ამტკიცებდნენ, რომ  ქვეყანაში  ვაქცინის საჭირო რაოდენობას შემოიტანდენენ, თუმცა მოქალაქეები ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან მას. დაპირებული 250 000 ვაქცინის ნაცვლად, მხოლოდ 25 000 შემოიტანეს, რაც რისკ-ჯგუფებისთვისაც კი არასაკმარისია. 

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, მსოფლიო ამ მხრივ დამაიმედებელ ახალ ამბებს გვაწვდის - Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ  მიერ შემუშავებული COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტურია, Moderna-ს ვაქცინა კი თითქმის 95%-ით. თუმცა ასე დამაიმედებლად არ გამოიყურება საქართველოს ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც ნავარაუდებია, რომ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, საქართველომ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს.

თავის მხრივ, კორონავირუსი გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ ტურიზმისა და, მათ შორის, ეკონომიკისთვისაც. ​საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელს 2024 წელზე უფრო ადრე ვერ დაუბრუნდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი