
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს აჯამებს.
ამერიკელი დიპლომატი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დეტალურად საუბრობს იმ საკითხებზე, რომელიც მაიკ პომპეომ თბილისში გამართული შეხვედრების დროს განიხილა, როგორც მთავრობის წევრებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან და საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან.
კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ქვეყანაში დამოუკიდებელი და სამართლიანი საარჩევნო, ასევე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა და ქვეყანა 18 ნოემბერს გამართული შეხვედრების შემდეგ დატოვა.