თანამდებობა სასურველი ჩვენების სანაცვლოდ - საეჭვო დანიშვნები ისნის საოლქო კომისიაში

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ზაალ ზაალიშვილი ახალი სტატუსითა და მისიით დღის ბოლოს მივიდა. პირი, რომელიც კომისიის გარდაცვლილი თავმჯდომარის საქმის გაგრძელებას აპირებს, სინდისის ქენჯნას არ გრძნობს, რომ თედო გობეჯიშვილის ორი უახლოესი მეგობარი ახლა პატიმრობაში მისი ჩვენების საფუძველზე ზის. 

უხერხულობას არც ის უქმნის, რომ გუშინ გვიან ღამით ცესკოში აირჩიეს და ეს დანიშვნა ბევრი კითხვისა და ეჭვის საფუძველი გახდა. ირწმუნება რომ დამოუკიდებელი იქნება. 

ზაალ ზაალიშვილი ისნის საოლქო კომისიის სიკვდილის საქმეში ბრალდების მთავარი მოწმეა. გობეჯიშვილის პატიმრობაში მყოფი მეგობრების ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ზაალიშვილს სწორედ აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ მიცემული ცრუ ჩვენებები დაუფასდა.

დაკავებულების ადვოკატები ზაალიშვილის წარსული საქმიანობის გამო დარწმუნებული არიან, რომ ის სუს-ის გავლენის ქვეშაა და სხვადასხვა დროს, მათ შორის ცესკო-შიც ოდეერის ფუნქციას ასრულებდა.  ​

თედო გობეჯიშვილის ადგილი მალევე დაიკავა ფიქრია ნიკოლაიშვილმა. ნიკოლაიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციამ "კანონი და სამართალი" 2020 წელს ცესკო-დან გრანტის სახით ათი ათასობით ლარი მიიღო. მისი და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, ხოლო სიძე კომპანია "ფინეზას" 100%-ანი წილის მფლობელი, რომელიც ისნის რაიონში ყველა სახელმწიფო შესყიდვას იგებს. 

საბჭოური სქემა - ასე უწოდეს ცრუ ჩვენების ავტორისა და ასევე ფიქრია ნიკოლეიშვილის დაწინაურებას ოპოზიციაში.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების გახმაურებული საქმის მოწმე გაყალბებული არჩევნების მეორე ტურისთვის სამზადისს უკვე შეუდგა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი