მეორე ტურის წინ ლევან კობიაშვილი სუფრას შლის. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გლდანში სუფრა საიდუმლო ვითარებაში გაშალა და საკუთრი მომხრეები და აქტივისტები დაპატიჟა, რომლებმაც რუსული სიმღერების ფონზე მოილხინეს.
რესტორნიდან გამოსული მოქეიფეები კი ჟურნალისტების გამოჩენამ გააღიზიანა და მედიას დაუპირისპირდნენ. ამჟამად უცნობია რესტორანშია თუ არა თავად კობიაშვილი, თუმცა ადგილზე იმყოფებიან "ქართული ოცნების"ცნობილი აქტივისტები.