ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა.
ეპიდვითარება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მძიმდება. იზრდება დაავადებული ექიმების რიცხვიც. ბოლო მონაცემებით, კორნავირუსით ქვეყანაში 4 800-მდე მედიკოსია დაინფიცირებული.
ექიმი ბათუმში 18 ნოემბერსაც გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მონაცემები ხვალ დილას განახლდება.