მაიკ პომპეოს ვიზიტიდან მესამე დღეს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ოპოზიციის ლიდერები შუამავლებთან - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრებს იწყებენ. მოლაპარაკებები ელჩების ინიციატივით და მათივე დღის წესრიგით გაიმართება. საუბრის მთავარი თემა არჩევნები იქნება, თუმცა რა წინადადებით შეხვდებიან ფასილიტატორები პოლიტიკოსებს, ჯერ უცნობია.
დღეს ,20 ნოემბერს კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან პირისპირ - "ლელოს'' ლიდერები დასხდებიან.
შეხვედრაზე ვართ მიწვეული და შესაბამისად იქ გაერკვევა საუბრის საგანი და შეხვედრის შინაარსი. ჩვენ ყველა შესაძლებლობას, როდესაც ვხვდებით ჩვენ მეგობარ ელჩებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმოადმგენლებს, ყოველთვის ვიყენებთ ამ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ჩვენი მოსაზრებები, ხედვა გავუზიაროთ შექმნილ ვითარებაზე, გამოსავალი ამ კრიზისიდან, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
მსგავსი ფორმატით შეხვედრები სხვა ოპოზიციურ ძალებთანაც გაიმართება, თუმცა შეხვედრის დროსა და ადგილს ისინი ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
შეხვედრაც არის დაგეგმილი და ინფორმაციაც მაქვს ამის შესახებ. თემები რა იქნება არ ვიცი. სავარაუდოდ, კავშირში იქნება იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ამჯერად ფორმატი არის განსხვავებული. და ინდივიდუალურად ხვდებიან პარტიებს, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ
პარტია "მოქალაქეების" ლიერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ შეხვედრისას ისაუბრებს გაყალბებულ არჩევნებზე და ამას კონკრეტული ფაქტებით დაასაბუთებს.
აქვე გეტყვით, რომ ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურები ქვეყნის მასშტაბით, ხვალ, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: