ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური კონსულტაციები გრძელდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დატოვა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ელჩს, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა.
"ელჩებს ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი და რა თქმა უნდა, ჩვენც ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის დავალების მიხედვით ვხელმძღვანელობთ... მთავრობა არ შეიძლება ივანიშვილმა შეადგინოს, ვინაიდან ის უარს აცადებს დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არ შესვლა, რაც პარლამენტის დაშლას ნიშნავს. თუ ვინმე შეეცდება ამ უკანონო ორგანოს შეკრებას და მის ამუშავებას, შედეგები იქნება ძალიან მძიმე მისთვის", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
მისი განცხადებით, ის პოსტულატი, რომ ქვეყანაში განმეორებითი, დემოკრატიული არჩევნებია ჩასატარებელი იცის არა მხოლოდ ელჩმა, არამედ მთელმა პროგრესულმა სამყარომ. მისი თქმით, ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის და "მისი ფეხი, პარლამნეტში არ იქნება".
ევროკავშირის ელჩთან, კარ ჰარცელთან შეხვედრას ამ წუთებში "ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აგრძელებს.