ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია იმართება

გამოქვეყნდა:
განახლდა:

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახლაგაზრდულმა ორგანიზაციებმა და არასამთავრობოებმა ცოცხალი ჯაჭვი გააბეს. ისინი ამ ფორმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და მის ხელახალ ჩატარებას ითხოვენ.

ენმ–ს ლიდერი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ხვალ დაგეგმილი აქციები და სირცხვილის კორიდორი აღარ გაიმართება, რადგან სუსი მეორე ტურის დღეს ბათუმში აპირებს კრიმინალური ჯგუფებით დაშალოს მშვიდობიანი აქციები.

"ამ ე.წ. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სუსი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასარბევად, ზუსტად ვიცით რომ პოლიცია უნდ გაიწიოს და ამ კრიმინალურმა ჯგუფებმა ქალაქში უნდა მოაწყოს პროვოკაციები, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ხვალ ვაპირებდით და რამდენიმე გამყალბებლისათვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა აღარ გავაკეთოთ." – ამბობს ენმ–ს ლიდერი გიორგი კირთაძე

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. მათ თან აქვთ საყვირები და საქართველოს დროშები. მათი თქმით, გამყალბებლებს დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან. მათ შორის იქნებიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" დეპუტატებიც. 

"ჩვენი აქ შეკრების მიზეზი გახლავთ შემდეგი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ და დისკომფორტი შევუქმნათ, იმ დეპუტატებს, რომლებიც აპირებენ დაჯდნენ თავიანთ თბილ კრესლოებში, ჩვენთვის წართმეული ხმებით... აქ არის იმოქმედეც არ დათმოც სხვადასხვა მაგრმ ყველას ერთი იდეოლოგია გვაქვს, რომ უნდა გავუშვათ ეს მთავრობა სახლში, ახალგაზრდები ამას არ შევეგუებით." – ამბობენ, აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ახალგაზრდები.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური ცესკოს გადაწყვეტილებით ხვალ, 21 ნოემბერსაა ჩანიშნული. მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი