მივიღეთ გადაწყვეტილება, ხვალინდელ დღეს ოპოზიცია სრულ იგნროს გაუკეთებს - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელ, 21 ნოემბირს არჩევნებს სრული იგნორი გაუკეთოს და არანაირ აქციას ან პროტესტს არ გეგმავენ.

"ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმჯსელობდით, როგორ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი ხვალინდელ მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა ამ მსჯელობის შემდეგ ერთ დასვკნამდე მივედით ყველა, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არ უნდა გამოგვეხატა ეს იქნება აქცია, ჯაჭვი, ხმამაღალი შეძახილებ ვფიქრობ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურის არჩევნებს ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის არაფერი არ იქნება საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

უდუმაშვილის თქმით, ხვალ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ უნიკალური შანსი ეძლევათ, რომ 1 დღე საბჭოთა საქართველო ნახონ, რომელიც ერთპარტიული პარლამენტით იმართებოდა. 

"ხვალ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელირება, როგორ მივლენ საარჩევნო უბნებთან და მისცემენ ერთ კონკრეტულ პარტიას ხმას. ამიტომ ჩვენ ყველანაირი აქციები ჩავხსენით, იმიტომ რომ არ მივანიჭოთ იმ ფარსს, რომელსაც აქვს ადგილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნები ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი