არასრულწლოვნების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დღეს, 20 ნოემბერს, მოსმაართლე მაია ოშხარელმა 6 არასრულწლოვანის სასჯელის სახე და ვადები გამოაცხადა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ექვსივე მათგანს სასჯელის სახედ პატიმრობა განესაზღვრა.

ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უსამართლოა.

"იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად გაუგონარი გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, ვერ მექნება მე გონივრული მოლოდინი. დღეს არ უნდა ტარდებოდეს სასჯელის დანიშვნის სხდომა. სასამართლოს ცალსახად უნდა მიეღო ნიკოლოზ რთვილიძესთან მიმართებაში გამამართლებელი განაჩენი. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, იმ მტკიცებულებიდან გამომდინარე, რომელიც იყო სისხლის სამართლის საქმეში", - ამბობს ადვოკატი არჩილ ბენიანიძე. 

ცნობისთვის, 13 ნოემბერს სასამართლომ 6 არასრულწლოვანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსივე პირი დამნაშავედ ცნო, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ასევე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ნაწილში.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი