"მინდა, რომ ვინც ხვალ მივა არჩევნებზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ყველამ გია ვოლსკის მისცეს ხმა" - ეს ირონიული განცხადება "გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" გააკეთა.
საუკეთესო კომუნისტურ ტრადიციებში, როგორც ეს სსრკ-ს როს იყო, როცა მხოლოდ ერთი კანდიდატი არსებობდა და მას "ირჩევდნენ", მინდა ვიხილო გია ვოლსკი მაჟორიტარად პარლამენტში, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობილია, რომ ოპოზიციის ერთიანი პოზიციის თანახმად, ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში არ მონაწილეობს. ის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყო წარდგენილი კანდიდატად და მისი კონკურენტი სახელისუფლო პარტიიდან გია ვოლსკი გახლდათ. ამ ოლქში მეორე ტური გახდა საჭირო, თუმცა, ჯაფარიძემ კანდიდატურა მოხსნა.