პოღოსა იგივე თემურ გასანოვია. რესტორნიდან გამოსული გვიან ღამით სახეს მალავდა და ამტკიცებდა, რომ ის ლევან კობიაშვილის მიერ გაწყობილ სუფრას არ ესწრებოდა, სადაც ჩვენი ინფორმაციით ე.წ. უბნის მაყურებლებთან ერთად "ქართული ოცნების" კოორდინატორებიც იმყოფებოდნენ. გუშინდელი დღისგან განსხვავებით პოღოსა საპარლამენტო არჩევნების დღეს არც სახეს და არც აგრესიას ჟურნალისტებთან არ მალავდა 31 ოქტომბერს.

მომხდართან დაკავშირებით, არჩევნების მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. კახაბერ საბანაძემ განმარტა რომ საქმე აღძრულია სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით, თუმცა მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლით გაგრძელდა, რასაც მალე კიდევ ერთი მუხლი, ძალადობა დაემატა. როგორ აღმოჩნდა მოძლადე პირი ხელისუფლების კანდიდატის მიერ გაშლილ სუფრაზე, დღეს მინისტრის მოადგილე ამ კითხვას გაექცა. 

ჟურნალისტი, რომლესაც ე.წ- მა პოღოსამ 31 ოქტომბერს შეურაცხყოფა მიაყენა მინდია გაბაძეა. პოლიციამ მომხდარიდან მალევე ის გამოკითხა და ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და ჟურნალისტმა თემურ გასანოვი ამოიცნო. გაირკვა,  რომ სასამართლომ გასანოვი გირაოთი გაათავისუფლა და ახლა საბოლოო სიტყვა სასამართლომ 23 დეკემბერს უნდა თქვას, არის თუ არა პოღოსა, იგივე თემურ გასანოვი დამნაშავე.

გლდანში არჩევნების დღეს "პოღოსასთან" დაკავშირებული ინცინდენტი ერთადერთი არ იყო. მთავარი არხის ჯგუფმა გადაიღო, როგორ ემუქრებოდა იარაღით კახი კალაძისა და ლევან კობიაშვილის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ოპოზიციის მხარდამჭერს. თუმცა მოგვინაებით, მანამ, სანამ გამოძება რამეს იტყოდა გლდანი ნაძალადევის პოლიციის უფროსმა გადაწყვიტა, რომ ეს სათამაშო იარაღი იყო და პასუხისმგებლობა კვიჟინაძეს არ უნდა დაკისრებოდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი