სრული უგულებელყოფა - მეორე ტურის დღეს "ოცნება" მარტო რჩება

გამოქვეყნდა:

სრული იგნორი ხელისუფლებას მეორე ტურის დღეს - 21 ნოემბერს ხელისუფლება მარტო რჩება საკუთარი ამომრჩევლის პირისპირ. უგულებელყოფა იმდენად ძლიერი იქნება, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციებიც კი  არ გაიმართება - ხელისუფლების ოპონენტები სრული შემადგენლობით აცხადებენ, რომ ცოცხალი ჯაჭვი ხვალინდელი დღისადმი ზედმეტი ინტერესის გამოხატვა იქნება. 

თავდაპირველად ოპოზიცია ფიქრობდა, რომ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოეხატა გაბრაზებულ მოქალაქეებთან ერთად, იყო საუბარი სირცხვილის დერეფნებზეც საარჩევნო უბნებთან ახლოს, მაგრამ კონსულტაციების შემდეგ ეს იდეა საერთოდ ამოვარდა დღის წესრიგიდან, საბოლოოდ, პროტესტის ფორმად შეირჩა ისეცვ ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს, მაგრამ დღეს დასრულებული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა მეორე ტურის სრული უგულებელყოფა - "ქართული ოცნება" 21 ნოემბერს საკუთარი ამომრჩევლის პირისპირ დარჩება - გაბრაზებული მოქალაქეები არჩევნებზე არ მივლენ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანდიდატურების მოხსნის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს საარჩევნო ადმინისტრაციას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი