დღეს მიმდინარე მეორე ტურს "მთავარი არხი" პროტესტის ნიშნად არ აშუქებს

გამოქვეყნდა:

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 17 ოლქში მეორე ტური იმართება. "მთავარი არხი" უერთდება ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს და მეორე ტურს არ აშუქებს. 

არხის სარედაქციო გადაწყვეტილება გუშინ, 9 საათიანი გამოშვებაში წამყვანებმა გააჟღერეს, მათი თქმით, არხის "ქართული ოცნების" მიერ დადგმულ სპექტაკლს, სახელად "მეორე ტური" ეთერს არ დაუთმობს. 

მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს გაერთიანებული ოპოზიციაც. არცერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში გადავიდა მასში მონაწილეობას არ აპირებს და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. პარტიების ნაწილმა არჩევნებემადე ცესკოს კანდიდატურების მოხსნის მოთხოვნითაც მიმართა. 

ოპოზიცია დღეს არც რაიმე ტიპის აქციას გამართავს. ამ თემაზე მათ გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. 

"ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არ უნდა გამოგვეხატა ეს იქნება აქცია, ჯაჭვი, ხმამაღალი შეძახილები ვფიქრობ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურის არჩევნებს, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის, არაფერი არ იქნება საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღევანდელი დღე საბჭოთა კავშირის ერთპარტიული მმართველობის მოდელირებაა, სადაც "ქართული ოცნება" საკუთარ თავს შეეჯიბრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი