ბურთი "ოცნების" მოედანზეა - ოპოზიცია მესამე რაუნდის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი,რომელიც საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარეობს.პარალელურად ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ფასილიტატორი ელჩები პირისპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან კი კომპრომისი ამ დრომდე არ ჩანს. 

უკვე ის პერიოდი დადგა მესამე რაუნდზე, რომ ხელისუფლება, უნდა მოვიდეს კონკრეტული წინადადებით. მათ ორი რაუნდის განმავლობაში მოისმინეს ჩვენი მყარი პოზიცია, თუ რა არის გამოსავალი და ეს არის ახალი არჩევნები და ახლა ველოდებით რა წინადადებებით მოვა ქართული ოცნება - ამბობს "ენმ"-ს წევრი ზაალ

ბურთი არის ქართული ოცნების მხარეს, რომ მთელ ქვეყანას, ვინც არ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას და ასეთია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, შესთავაზოს გონივრული კომპრომისი როდის და როგორ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი

ოპოზიცია კი შემოთავაზებას სწორედ ოცნებისგან ელოდება. მათი მოთხოვნები უცვლელია - რიგგარეშე არჩევნები ცესკო-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ახლა ხელისუფლების რიგია მოიტანოს კონკრეტული წინადადებები რას გვთავაზობს. მესამე რაუნდი ალბათ შედგება, მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის არ არის მზაობა ხელისუფლების მხრიდან - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ჩვენ ოპოზიციის მხრიდან მზად ვართ მოლაპარაკებებსა და კომპრომისებისთვის იმიტომ რომ მოლაპარაკება კომპრომისების გარეშე არ ხდება, ოღონდ ველოდებით გარკვეულ წინადადებას, შემოთავაზებას, რაც ამ დრომდე არ ყოფილა - ამბობს "ლელოს" წევრი სერგო ჩიხლაძე  

"მთავარი არხის " ინფორმაციით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი მომავალ კვირაში შედგება და ფორმატი იგივე იქნება, რაც წინა ორი - ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით


 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი