საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტი და შეზღუდვები - საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს არ იხილავს 

გამოქვეყნდა:

სასამართლოს რეაგირება პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე მინიმალური და სიმბოლურია.

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI წერს, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, ბოლო 6 თვეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 15 სარჩელია შეტანილი, თუმცა სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია.

IDFI - ში ამბობენ, რომ მაშინ როცა საზოგადოება მეორე ე.წ. კომენდანტის საათის კანონიერებაზე მსჯელობს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი საგანგებო მდგომარეობის დროს შეტანილ სარჩელებზეც არ მიუღია გადაწყვეტილება

პირველი 2 თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლო ეფექტურობით განიხილავდა პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებს. პირველი სარჩელის რეგისტრაციიდან, მომდევნო 50 დღის განმავლობაში სასამართლომ 8 სარჩელი განიხილა განმწესრიგებლის სხდომის, ხოლო 2 არსებითი განხილვის ფორმატში. შედეგად, საზოგადოებაში დამკვიდრდა მოლოდინი, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური კონტროლი იქნებოდა ეფექტური და დროულად მიიღებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებებიც. ეს მოლოდინი არ გამართლდა.

ვითარება რადიკალურად შეიცვალა ივნისის შემდგომ.  ბოლო 6 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებული არც ახალ და არც  მანამდე შემოტანილ სარჩელები არ განუხილავს არსებითად და არც გადაწყვეტილება მიუღია - ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid-19-თან დაკავშირებული სარჩელების 95% საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე და პირველ კოლეგიაზეა განაწილებული, საქმის განხილვის სხდომა კი კანონმდებლობის თანახმად, კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარის სურვილის გარეშე ვერ ჩატარდება - ნიშანდობლივია, რომ საქმის განხილვის დინამიკის რადიკალური ვარდნა ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და პირველი კოლეგიის თავმჯდომარის შეცვლა - ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დროულად გადაწყვიტოს Covid-19-თან დაკავშირებული საქმეები, რადგან ამ საქმეების დროში გაწელვა ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს აზიანებს - დაგვიანებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის შესაძლოდ არაკონსტიტუციურად შეზღუდული უფლებების აღდგენას - ნათქვამია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი