რობოტი პეპერი და COVID-19-ის აპლიკაცია - ტიკარაძის უწყების ორი წარუმატებელი პროექტი, რის გამოც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებენ.
ისინი თვლიან, რომ სოლიდური თანხა რომელიც ამ ორ პროექტზე დაიხარჯა, მთავრობას სამედიცინო სფეროს მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა.
ოჯახის ექიმებს გავუწერდი შესაბამის გეგმას, მივამაგრებდი მას გარკვეული რაოდებონით პაციენტების რაოდენობას და ამის მიხედვით უფრო შესაძლებელი იქნებოდა ადვილი მართვა, მე რასაც არ გავაკეთებდი, მაგალითად: იმ აპლიკაციას შეძენას, რომელიც stop COVID-19-ი ჰქვია, მგონი, რომელიც იგივე ავსტრიული ფირმისგან იქნა შეძენილი. იგივე რობოტი, რომელიც ექიმს უნდა დაეხმაროს, მე არაფერშია არ მჭირდება, რობოტი კი წინ გადადგმული ნაბიჯია მაგრამ ავსტრიას, რომლესაც ერთერთი საუკეთესოდ განვითარებული სამედიცინო სისტემა აქვს, ეს არ აქვს - ამბობს, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი, ირმა კვიცარიძე.
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძეც ამბობს, რომ რობოტი პეპერის საჭიროება არ იყო. მისივე თქმით, საქართველოში ვერ მოხდა სისტემის აწყობა და გადალაგება ისე, რომ ოჯახის ექიმს გარკვეული რაოდენობის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ჰყოლოდა, რომლებსაც შემდეგ დააკვალიანებდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერეთო რაოდენობამ - 26 თებერვლიდან დღევანდელის ჩათვლით - 100 000-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება ბოლო 24 საათს, დაინფიცირდა რეკორდულად ბევრი - 3 824 ადამიანი, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.