ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში ქვეყნის მოსალოდნელ ჩაკეტვას არამიზნობრივს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ე.წ ლოქდაუნს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ სისტემა მდგრადია.
"ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია)...
ჩაკეტვის მომხრეთ უმრავლესობა ის ხალხია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გაძლონ სახლიდან გაუსვლელად (საჯარო სექტორი + კერძო სექტორის მაღალანაზღაურებადი მცირე ნაწილი). დანარჩენები უგონოები და არარაციონალურები კი არ არიან. სახლიდან გაუსვლელად, უბრალოდ, საჭმლის ფული არ ექნებათ." , - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
სისტემის გაუმართაობაზე ჯანდაცვის ექსპერტებიც საუბრობენ - ვატო სურგულაძის თქმით კორონავირუსით გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაციაა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, კი ჯანდაცვის სისტემამ დაკარგულა არა თვეები, არამედ წლები და ათწლეულები.