მცირე ბიზნესი და მოქალაქეები შეზღუდვების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან

გამოქვეყნდა:

დედაქალის მოსახლეობა, უახლოეს დღეებში ახალ აკრძალვებს ვარაუოდბს, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, დიდი სავაჭრო ცენტრების და სილამაზის სალონების დაკეტვას;

მცირე ბიზნესის წარმომადგენლბი ამბობენ, რომ ახალი სკარანტინე შეზღუდვების შემთხვევაში ისინი განაგდურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდენბიან. 

მოსახლეობა შიშობს, რომ თუ კი ტრანსპორტი არ იქნება, ისინი სამსახურს დაკარგავენ. მათი რჩევაა, დარჩეს ტრანსპორტი, მაგრამ გაკონტროლდეს ადამიანების რაოდენობა, რადგან უწინდელივით, როცა შეზღუდვების პირველი ტალღა დაწესდა, ისინი ტაქსტით გადაადგილებას ვერ შეძლებენ. 

მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სალონების დახურვის შემთხვევაში კვლავინდებურად გაჩნდება შავი ბაზარი, ხოლო თავად ბიზნესი ფინანსური ვალდებულებების გამო წნეხს ვეღარ გაუძლებს და დაიხურება, რაც ავტომატურად სამუშაო ადგილების შემცირებას გულისხმობს. მითუმეტეს, სალონების წარმომადგნლები ამბობენ, რომ წინა შეზღუდვების დროს დაგროვილი ვალები, ჯერ კიდევ არ დაუფარავთ .

"მე პირადად მეტი შემოსავალი არ მაქვს" - ამბობს ერთერთი სალონის თანამშრომელი. 

მოსახლეობის მსგავსად, სალონებში მომუშავე პერსონალი მთავრობას ურჩევს დაწესდეს მეტი კონტროლი, მაგრამ არ დაიხუროს ბიზნესი. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები არ არის პრევენციის მექანიზმი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. სპეციალისტები ასევე ფიქრობენ, რომ ისედაც გაკოტრებული ბიზნესი სრულ კოლაფსამდე მივა. აქვე, გაჩერებული ტრანსპორტი, ყველა სექტორის გაჩერებას ნიშნავს, ამბობენ სფეროს ექსპერტები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 7 დიდ ქალაქში  (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში) დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00-მდე გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს, დღეიდან ისევ ამოქმედდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი