დღეიდან ისევ ძალაში შედის  გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა - და საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე, გადაადგილება ისევ იკრძალება;

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები არ არის პრევენციის მექანიზმი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. სპეციალისტები ასევე ფიქრობენ, რომ ისედაც გაკოტრებული ბიზნესი სრულ კოლაფსამდე მივა. აქვე, გაჩერებული ტრანსპორტი,  ყველა სექტორის გაჩერებას ნიშნავს, ამბობენ სფეროს ექსპერტები.

  • "სრულად უნდა შეიცვალოს მართვის პროცესები - უნდა შეიცვალონ ადამიანები, ჯანდაცვის მინისტრიდან დაწყებული სააკორდინაციო საბჭომდე" - თქვა სერგო ჩიხლაძემ. 
     
  • "არავითარი საფუძველი, რომ ეს ჩაკეტვება მოგვცემს ეპიდემიოლოგიურ შედეგეს არ არსებობს... მივიღებთ სოციალურ აფეთქებას" - ამბობს ვატო სურგულაძე. 

ექსპერტებისვე თქმით, შეზღუდვები, რომელიც დასაბუთებული არ არის პოლიტიკურ ხასიათისაა. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი  4 048 ახალი შემთხვევა დადასტურდა49 პაციენტი კი გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი