მიკროსაფინანსო MBC-ზე თავდამსხმელისთვის აღკვეთის შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 23 ნოემბერს იმსჯელებს.
ლევან ზურაბაშვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა და სასამართლოზე წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.
გენერალურმა პროკურატურამ სპეციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ზურაბაშვილს ბრალდებამ სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალი, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დანიშშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა.