პროკურატურამ მიკროსაფინანსო MBC-ზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ  მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიკროსაფინანსო MBC-ზე თავდამსხმელს, ლევან ზურაბაშვილს, ბრალი წარუდგნა. 

უწყება განცხადებას ვებგვერდზე ავრცელებს:

"საქართველოს პროკურატურამ  მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის" შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით,    სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 
ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე  დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. 

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უვნებელი გათავისუფლდა. 

ლევან ზურაბიშვილს  საკუთრი მოთხოვნებიც ჰქონდა, რომელიც  Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა. 4 საათის შემდეგ, ზურაბუშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ზურაბაშვილის ადვოკატების შეფასებით, მისი მოტივი ყაჩაღობა არ ყოფილა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა საკუთარი მოთხოვნების გასახმოვანებლად გამოიყენა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი