ოპონენტების გარეშე, მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელში ჩავარდნილი ქვეყნა - ტრაგიკომიკური მეორე ტური

გამოქვეყნდა:

ვიღაც თვლემდა, ვიღაცას ეძინა, ვიღაც ჭამდა, ხალხი კი არსად ჩანდა და თუკი ხალხი არსად ჩანდა და თუკი არჩევნებზე ხალხი არ ჩანდა, ე.ი. ეს საუკეთესო დრო იყო გაყალბებისთვის, არჩევნები რომ ჩაშლილად არ გამოცხადებულიყო. 

იქ სადაც არ იყო ოპონენტი და სადაც ქართული ოცნება მარტო დარჩა, სადაც თვითონ თვითონ იყო ამომრჩეველიც არჩეულიც გამყალბებელიც ცესკო-ც და საარჩვენო ყუთიც, იყრებოდა ყველაფერი თუკი რაიმე  დაბეჭდილა ბიულეტენის სახით დამოუკიდებელი საქართველოს არჩევნების ისტორიაში. მაგალითად გუშინ საარჩევნო ყუთში ნახავდით  2018 წლის ბიულეტენსაც კი.

რამდენი ეხვეწეს, ემუდარეს, თხოვეს, მეგობარიც კი უწოდეს მათ ვისაც დამთავრებით, განადგურებით, გაქრობით ემუქრებოდნენ, მაგრამ არაფერმა გაჭრა, ოპოზიციამ გაყალბებული პირველი ტურის შემდეგ იგივე ცირკში მონაწილეობას აღარ დათანხმდა.

ბატონი რომ ავად არ გამხდარიყო საარჩევნო კაბინასთან ჯერ მოკვდავები გამოცხადდნენ, ბევრი სპირტი, ბამბა და გულიანი შრომა. 

მეორე ტურში ოპოზიცია აღარ მივიდა, მაგრამ დამკვირვებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც შეამჩნიეს გაყალბებები. ეს უკვე კლეპტომანიაა მეგობრებო. 

კობახიძეს ამაზეც აქვს პასუხი - ოპოზიცია ჩუმად მაინც დადიოდა და რაზმავდა საკუთარ ამომრჩეველსო.  

რასაც კობახიძე ამბობს იმას ნიშნავს რომ მდინარაძემაც გაიმეორა და თუკი თვით მდინარაძემ გაიმეორა კალაძეც ვალდებული იყო გაემეორებინა. 

და თუკი უპატრონო ბიულეტენებს ქოცები დაეპატრონენ, რით იყო თამარ ჟვანია ნაკლები? ცესკოს ჭარბმა ნდობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მაგალითად რუსთავში იქ სადაც ოცნებამ პირველი ტური წააგო ამჯერად 100-იდან 104 % აიღო, შალვა კერესელიძემ 101, ანზორ ბოლქვაძემ 105%...ირაკლი ჩიქოვანმა 118 ამ სპრინტში მსოფლიო პარლამენტარიზმის რეკორდი მოხსნა სოზარ სუბარმა 164%, რომლის რეკორდის მოხსნასაც თაობები დასჭირდება.

ჭარბი ნდობის შემდეგ კი იყო სუფრები, გრიალი , ფეირვერკი, ზურნა- დუდუკი ასეთი გადამეტებული ჭარბი ნდობის მიზეზად კი ცესკომ გვითხრა საიტის სისტემამ გაჭედაო.

და რას ელის ახლა ოცნება? ოპოზიციიის პარლამენტში შესვლას მაგრამ ყველაზე მეტად ვისი იმედიც ქონდათ ბატონ ბიძინას იმანაც კი არ იკადრა პარლამენტში შესვლა,

მაგრამ ახლა მთავარი საფიქრალი დემოკრატიობანას თამაშია, პატარა ტრიუკია საჭირო რომ ოპოზიცია არსებობს და ის ვინც ყველაზე მეტად არ უყვარს ბატონ ბიძინას 90-იდან გადაარჩევს, პარლამენტის შიგნით თავის თავში შექმნიან სატელიტი ოპოზიციური ფრაქციებს და დაჩი ბერაია გამიკეთეო ეტყვის. ამაზე უკვე მიდის მუშაობა.

მანამდე კი ბიუჯეტში კიდევ დარჩა თანხები რომ ახალმა პარლამენტარებმაც იხეირონ, ააშენონ სახლები, აიწყონ ბიზნესი და იფრინონ კომოს ტბაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი