პროტესტის ჩახშობა, ოპოზიციის ყიდვა, საერთაშორისო ზიანი ქვეყნისთვის - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის გეგმებზე

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის გეგმაა არ მოგვცეს პროტესტის საშუალება, დაიწყოს ოპოზიციის ყიდვა, დაახშოს თქვენი და სხვა ოპოზიციური არხები, აიძულოს ადამიანებს უცხოეთში წასვლა, ლარის გაუფასურება და დიდი საერთაშორისო ზიანის მიყენება ქვეყნისთვის - ოლიგარქის გეგმებზე "მთავარი აქცენტების" ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ივანიშვილის ამ გეგმებს ხელი პროტესტით, ოპოზიციამ კი ერთიანობით უნდა შეუშალოს ხელი. 

ივანიშვილი გეგმა არის, დაგვღალოს, მათ შორის კოვიდის გამოყენებით არ მოგვცეს საშუალება რამე ვაპროტესტოთ. ამასობაში დაიწყოს სათითაოდ ყიდვა პოლიტიკური ოპოზიციის სხვადასხვა წევრების, რომლებმაც გამოიჩინეს საოცარი ერთიანობა... ივანიშვილის გეგმა არის - შევიდეს, შეძვრეს, ფული ჩაუდოს, თვალი ჩაუკრას.

მეორე გეგმა არის, რომ დაკეტოს და დაახშოს თქვენი არხი და სხვა ოპოზიციური არხები, ეს არის მოკლე ვადიანი გეგმა. გრძელვადიანი გეგმა აქვს რამდენიმე სახის, ეს არის საქართველოდან კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანის უცხოეთში გაგდება, რასაც გვპირდებოდა, რომ სამუშაო იშოვეთ და წადით აქედან - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ოლიგარქის გეგმებშია მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებაც, რადგან ის თვლის, რომ გაჭირვებული ხალხის მართვა მარტივია და რაც ყველაზე მთავარია, მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილის გეგმაა - დიდი საერთაშორისო ზიანის მიყენება ქვეყნისთვის

ლობირება ბოლომდე, რომ იქნებ ჰააგის სასამართლომ გაამტყუნოს ქართველი სამხედროები 2008 წლის ომში,რაც გაამყარებს ივანიშვილის პოზიციებს რუსეთთან და დემორალიზაცია უნდა გამოიწვიოს ქართველი საზოგადოების. მისი ამოცანაა ქართველი საზოგადოების გაღატაკება, დემორალიზაცია ქვეყნიდან გაყრა, საქართველოს გაბანძება და მიწასთან გასწორება - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმი დასრულებულია და ეს ყველაფერი არჩევნებზე გამოჩნდა - ახლა მნიშნველოვანია რამდენად ჩქარა და უმტკივნეულოდ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი