დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქარველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლით უფრო დაზიანდება, ვიდრე იმ ბოიკოტით რომელსაც ახლა აცხადებს.
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკანონმდებლო ორგანოში უნდა დარჩეს მარტო და ეს მოცემულობა "ოცნების" ხელისუფლებას მალე დაამთავრებს
ქვეყანას სჭირდება სწორი გადაწყვეტილება და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკური მეთოდებით ივანიშვილი უნდა დარჩეს მარტო იმ პარლამენტში და ამ სამარცხვინო პარლამენტში მისი მარტო ყოფნა დაამთავრებს ხელისუფლებას ძალიან მალე. ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან ქვეყანას დავაზარალებთ ისე, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში პერსპექტივა არ გვექნება და ჩავიძირებით ჭაობში, ან მოკლევადიან ზიანს, მტკივნეულს, მაგრამ ქვეყანას პერსპექტივა გაეხსნება. ოპოზიცია გაცილებით უფრო დაზიანდება ახლა იმით, რომ შევიდეს პარლამენტში - ამბობს ნინო ბურჯანაძე
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.
ოპოზიციამ არც არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა.