ოპოზიციის პარლამენტში შესვლა- არშესვლით წყდება როგორი სახელმწიფო იქნება საქართველო - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ახლა ერთიანი პროტესტით უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება "არ მოსულა"
ჩვენ არ ვართ სპეციფიურ სიტუაციაში, სადაც ორმა მხარემ წაიჩხუბა და ახლა ორივემ უნდა დათმოს. ჩვენ ვართ ყაჩაღობის სიტუაციაში. მე ვიყავი სახლში, ვიღაცა შემომივარდა, დამაყაჩაღა და ახლა ფარისევლურად მეუბნება, რომ მოდი მოვილაპარაკოთ. ის ნაყაჩაღარი თუ არ დაბრუნდება, მე ვერ მოვიტყუებ თავს. როგორც კი მე, ელენე ხოშტარია შევალ ამ პარლამენტში, მე ვხდები ირაკლი კობახიძე. იმიტომ რომ მე ვხდები თოჯინა, რომელსაც როლი განმისაზღვრა ბიძინა ივანიშვილმა" ამბობს ხოშტარია
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.
ოპოზიციამ არც არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა.