ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ შეიქმნა, ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება. "მთავარ აქცენტებში" საბურისას ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, ივანიშვილის წასვლის წამზომი ჩაირთო, თუმცა მისივე თქმით, საზოგადოება მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ბრძოლისთვის.
ხალხმა დაგვიჯერა, ერთმანეთს დავუჯერეთ და ვთქვით, რომ ამათ ბოიკოტს ვუკეთებთ და გავუკეთეთ. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ პრინციპში ჩაირთო მისი წასვლის წამზომი, რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით, მაგრამ ხანგრძლივი ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ - ამბობს ლევან ბერძენიშვილი
მწერალი "ქართულ ოცნებასა და მის ლიდერს ქვეყნის ჭირს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანამ ეს ჭირი უნდა მოიშოროს:
ივანიშვილია საქარველოს ის ჭირი, რომლისგანაც დეზინფექცია გვჭირდება, ქართული ოცნება არის უიდეოლოგიო, უსინდისო, ჭირისმაგვარი წარმონაქმნი - ამბობს ლევან ბერძენიშვილი
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.
ოპოზიციამ არც არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა, მათი მოთხოვნები უცვლელია: