ოქსფორდის უნივერსიტეტის COVID-19-ის ვაქცინა 70%–ით ეფექტურია

გამოქვეყნდა:

ოქსფორდის უნივერსიტეტის COVID-19-ის ვაქცინამ ცდისპირთა 70%–ში კორონავირუსის სიმპტომები შეაჩერა.

სულ ოქსფორდის კვლევაში მონაწილეობა 20 000–მა ადამიანმა მიიღო, მათგან იმ ჯგუფში, ვინც ჯერ ნახევარი, შემდეგ კი მთლიანი დოზა მიიღო, ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ოქსფორდის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ დღეს COVID-19–თან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა.

თუ ოქსფორდის ვაქცინას ოფიციალური აღიარება ექნება, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პანდემიის შეჩერებაში. ვაქცინის შექმნას ოქსფორდში 10 თვე დასჭირდა, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ 100 მილიონი დოზა წინასწარ შეუკვეთა, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა უფრო იაფია და უფრო ადვილად ინახება, ვიდრე Pfizer–ის და Moderna–ს ვაქცინა, რომელმაც 95%–იანი ეფექტურობა აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა, ამ ეტაპზე, 95%-ით ეფექტურია.

აშშ–ში კორონავირუსის ვაქცინის მიღებას 11 დეკემბრისთვის ელოდებიან.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი