კორონავირუსის ვაქცინას ამერიკელები, სავარაუდოდ, 11 დეკემბრისთვის მიიღებენ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის პირველი ვაქცინა ამერიკელებმა, შესაძლოა, დეკემბრის მეორე კვირაში მიიღონ - ამის შესახებ CNN-თან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, მონსეფ სლაუიმ, ისაუბრა.

"ჩვენი მიზანია, იმუნიზაციის ლოკაციებზე ვაქცინა მისი დამტკიცებიდან 24 საათში გადავიტანოთ, შესაბამისად, ველოდებით, რომ 11 ან 12 დეკემბერს აშშ-ში პირველი ადამიანის იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება" - თქვა სლაუიმ. 

ამასთან, როგორც სლაუი ამბობს, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაცია მაისამდე გახდება შესაძლებელი, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა, ამ ეტაპზე, 95%-ით ეფექტურია.

პროფესორი, ბიოტექნიკური კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი და პოტენციური ვაქცინის გამომგონებელი, უღურ შაჰინი, კი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე საგრძნობად ამოქმედდება და მომავალი წლის ბოლოს "ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი