ვარდების რევოლუციიდან 17 წელი გავიდა.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხალხის პროტესტ მოჰყვა. ოპოზიცია და მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. დედაქალაქისკენ დაიძრნენ რეგიონებიდანაც.
აქციებს ოპოზიციის სამი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ედგა სათავეში.
საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 21-ე დღეს, საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გადადგა.
საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს დაინიშნა. ხმების თითქმის 97% მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნებში კი ქვეყანაში 28 მარტს ჩატარდა. "ნაციონალური მოძრაობა დემოკრატებმა" 235 ადგილიან პარლამენტში 135 მანდატი მიიღეს.