ჯანდავის ექსპერტების აზრით, რთული ეპიდვითარებიდან გამოსავალი კლინიკებისა და საწოლების სწორი მართვა, აგრეთვე, ექიმების გადამზადებაა.
ამასთან, ინფექციონისტები ამბობენ, რომ კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას რეალურად არ ასახავს და ყოველდღიურად გაცილებით მეტი ადამიანი ინფიცირდება.
"ვითარება რომ უმძიმესია, ამას ვერავინ უაყოფს. ბოლო მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევების სისწრაფით საქართველო პირველ ადგილზეა. აუცილებლად უნდა განიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი", - ამბობს ექიმი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დავით მრელაშვილი.
თავის მხრივ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე, ამბობს, რომ "ლოქდაუნის შემთხვევაში შედეგი მყისიერი არ იქნება და სიტუაციის განეიტრალებას 1 თვე მაინც დასჭირდება".
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 958 ადამიანი, გარდაიცვალა 36 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3 531. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 2 157 ადამიანი თბილისიდანაა.