ექსპერტები დროულ და საჭირო შეფასებად მიიჩნევენ  ფადი ასლის კრიტიკულ წერილს, საქართველოში აშშ–ს ელჩის კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰალცერის მიმართ, რომ ევროკავშირისა და აშშ ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა ოპოზიციაზე, აღიარონ გაყალბებული არჩევნები პარლამენტში შესვლით, უსამართლობაა. 

ექსპერტების თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ივანიშვილის რეჟიმისთვის დემოკრატიული ფასადის გაფორმებას ნიშნავს და ამგვარი მოწოდებებით დასავლელი პარტნიორები უსამართლობას წაახალისებენ. 

"რასაც დასავლელი პარტნიორები აკეთებენ, არის უსამართლობის წახალისება, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ შედით პარლამენტში და შიგნიდან იმუშავეთ, გეგონება მარსიდან არიან ჩამოვარდნილები და არ იციან, რომ პარლამენტში შესვლა ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმისთვის დემოკრატიული ფასადის გაფორმებას, არაფერს სხვას, არანაირი როლი ოპოზიციას პარლამენტში არ გააჩნია, შედით პარლამენტში ნიშნავს, რომ ჩვენ თავის ტკივილი მოგვიხსენით და მერე კისერიც გიტეხიათ", – ამბობს ზაზა ბიბილაშვილი, პოლიტიკური ფონდის "ჭავჭავაძის ცენტრი" დამფუძნებელი.

პოლიტოლოგების თქმით, ფადი ასლის მსგავსი წერილებით საელჩოებსა და მთავრობას ბიზნესის სხვა წარმომადგენლებმაც უნდა მიმართონ, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა კი მათი იმიჯის გაცამტვერებაა.

"ასეთი კოლექტიური წერილი ან წერილების კასკადი რომ მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყნის საელჩოებს, იქნებოდა ძალიან კარგი, დღეს ამ პროექტის წარუმატებლობ თანაბრად ნიშნავს ამერიკის და ევროპის ქვეყნების ძალისხმევის წარუმატებლობას. მინდა დაბეჯითებით გითხრათ, რომ ოპტიმალური გამოსავალი ნამდვილად არ არის ოპოზიციის იმიჯის აბსოლუტური გაცამტვერება, რაც შედეგად მოყვება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერც საკუთარი ამომრჩევლის ხმებს იცავს და ვერც საკუთარ პრინციპებს", – ამბობს პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე

ცნობისთვის, დღეს, ფადი ასლიმ აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩებს ღია წერილით მიმართა, რომ საელჩოების მხრიდან ოპოზიციის იძულება, შევიდნენ პარლამენტში და აღიარონ გაყალბებული არჩევნების შედეგები, დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც, რუსეთის, როგორც აგრესორის წახალისება და მსხვერპლზე ზეწოლაა.

ფადი ასლის წერილი სრულად იხილეთ აქ.

აქვე, შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია, ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების ფასილიტატორობით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მართავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი