საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს. ფადი ასლი ღიად ამბობს რომ საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა და ახლა საპარლამენტო უმრავლესობის მიტაცებას ცდილობს.
ბიზნესმენი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს შეწყვიტონ ოპოზიციაზე ზეწოლა.
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამგვარი მესიჯები რომ დასავლურ ინტერესებს ასუსტებს ქვეყანაში და გზას უხსნის ოლიგარქიის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც საქართველოზე რუსეთის გავლენის ზრდას ნიშნავს, ამაზე თანხმდებიან ექსპერტებიც.
დასავლელ პარტნიორებს უკვე აქვთ ინფორმაცია, როგორ გაყალბდა არჩევნები. რატომ მოუწოდებენ პარლამენტში შესვლისკენ ოპოზიციას, ამ კითხვაზე საკუთარი მოსაზრება აქვთ ექსპერტებს.
განმარტავენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს არწმუნებს რომ ხელახალი არჩევნები ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს, დემოკრატიული პრინციპების ერთგული დასავლეთი კი ცდილობს ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს.
ანალიტიკოსების აზრით, დასავლელ პარტნიორებს სჯერათ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ქართული ოცნების ხელში იქნება, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ პარლამენტში რუსული გავლენა დარჩება. ექსპერტები მიიჩნევენ რომ ამ ფონზე პარლამენტში ოპოზიციის შესვლა მოსკოვს ვერ გაანეიტრალებს.
ექსპერტები განმარტავენ, რომ არჩევნების უპრეცედენტო გაყალბების ფონზე, არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა მძიმე შედეგებს მოიტანს.
შეფასებები დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც საელჩო ხელისუფლებასა და ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს.