"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნება" ოპოზიციას პოლიტპატიმრების გამოშვებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი, პარლამენტში შესვლას ითხოვს 

გამოქვეყნდა:

"ოცნებამ" მთავარ სპიკერად გია ვოლსკი გამოიყვანა და გაბრაზებულ ამომრჩეველს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება არ იგეგმება.

გია ვოლსკი ოპონენტებს ურჩევს მომავალი წლის შემოდგომასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იფიქრონ. 

ბიძინა ივანიშვილი დათმობაზე არ მიდის. ეს კი ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და გამოდის, რომ ქვეყნის 30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ოცნება ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს აყალიბებს.

"ოცნების" მიტაცებული ხელისუფლების შემდეგ საქართველო -  ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის, ლაოსის, კუბის, საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის, ვიეტნამისა და ერითრეას ერთად, მე-8 ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც 21-ე საუკუნეში ერთპარტიული პარლამენტითა და მთავრობით იმუშავებს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნება" ოპოზიციას პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გამოშვებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი, მათ პარლამენტში შესვლას ითხოვს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ადამიანების ბედით ვაჭრობა დაუშვებელია და მსგავს გარიგებაზე წასვლას ამომრჩეველს არ აკადრებენ.

მთავარი შუამავლებისგან, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩისგან, პოლიტიკოსებს ჯერ შეტყობინება მესამე რაუნდის გამართვაზე არ მიუღიათ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ შეხვედრას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ "ოცნება" იქ კომპორომისული წინადადებით მივა. ერთადერთი საკითხი, რაც მოალაპარაკებათა მაგიდაზე მსჯელობისთვის დევს ოპოზიციის მოთხოვნაა - გაიმართოს განმეორებითი არჩევნები შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი