ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში - ლიდერები კონსულტაციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდება. პარტიების ლიდერები ამ წუთებში "ლელოს" ოფისში იკრიბებიან და კიდევ ერთ კონსულტაციას მართავენ. მათი თქმით, პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაუტოვა ოპოზიციას და პროტესტის გამოხატვის ერთადერთი საშუალება ახლა პარლამენტში არ შესვლაა.

"რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დიახ, ის ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე და მათ შორის ის უპირველეს ყოვლისა ეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პარტნიორებს ჩართულობისთვის მადლობას ეუბნებიან, მაგრამ ოპოზიციის მყარი პოზიციაა, რომ ასეთ ვითარებაში პარლამენტში არ შევლენ და ბოიკოტი გაგრძელდება. 

"მოლაპარაკებების რაუნდს, სავარაუდოდ, ამ კვირაში ველოდებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შედგება. ზუსტად ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ვითვალისწინებთ პარტნორების მოწოდებებს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მაგრამ ეს მოწოდებები არ არის ცალმხრივი, ცალმხრივად საკუთარ თავს ვერ მოველაპარაკებით, საჭიროა მეორე მხრიდანაც გადმოიდგას ნაბიჯი", - თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ. 

ჩვენ კითხვა დავუსვით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის, თუ რატომ არაა ჩართული ოპოზიციისა და ხელისულფების მოლაპარაკებებში, თუმცა მან ტრადიციულად კითხვას არ უპასუხა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი