პლატფორმა "კოვაიდერი" ადამიანებს კორონავირუსზე ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება

გამოქვეყნდა:

ექიმის კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, მოძრაობა "ერთიანობის" დამფუძნებლებმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად, ახალი პლატფორმა "კოვაიდერი" შექმნეს.

პლატფორმა ყველა კოვიდინფიცირებულს შესაძლებლობას მისცემს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიიღოს სრული ინფორმაცია, რჩევები და რეკომენდაციები, ვირუსის შესახებ. ყველა კითხვაზე, პასუხს პაციენტები ბიძინა კულუმბეგოვისგან მიიღებენ.

"გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პლატფორმა კოვაიდერი, რომელიც ერთ სივრცეში მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ყველა იმ კითხვაზე პასუხს რაც ქვეყანაშია, პირველადი ჯანდაცვის რგოლი ფაქტიურად ქვეყანაში არ არის, ძალიან ბევრ ადამიანს ესაჭიროება თუნდაც სახლში მკურნალობა, მაგრამ არა ჰყავს ოჯახის ექიმი, ვერ უკავშირდება სასწრაფოს, ამიტომ დავუკავშირდით ჩვენ ცნობილ იმუნოლოგს, ბატონ ბიძინა კულუმბეგოვს, მასთან ერთად შევადგინეთ ყველა კითხვა, თუ კი რამე არსებობდა მოსახლეობაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ვცდილობთ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე უფრო მეტად ჭირდებათ ჩვენი დახმარება, მიიღონ სრული ინფორმაცია", – ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ექიმებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა კოლაფსშია და საწოლფონდისა და სასუნთქი აპარატების რაოდენობა დღითი დღე იკლებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი