უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ - მეუფე იაკობი მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის აზრით, მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე მისვლა საკმარისი არაა და ხელისულფებასა და ოპოზიციას შეუძლიათ ეკლესიასაც მიმართონ. მისი თქმით, ეკლესია არის ადგილი სადაც შეიძლება გაერთიანება მოხდეს.

"ჩატარდა არჩევნები, მე არ შევეხები იმას, არ ვაპირებ მტყუან-მართალი ვეძებო. არჩევნებმა კი არ უნდა გაგვყოს, არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, მათ შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არც ერთ მხარეს ახლა ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ჩვენში ქართველებში, თორემ შევხედოთ ირგვლივ რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ ჩიხში და გამოსვლა არ გინდა, არ არსებობს. რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ", - თქვა მეუფე იაკობმა. 

მისი თქმით, სურს ერი დამშვიდებული ნახოს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და ამერიკის ჩართულობით მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისულფება კი კომპრომისად ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი