ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე, ამბობს, რომ კლინიკა სავსეა და ისინი დამატებითი პაციენტების მიღებას ვეღარ არხერხებენ.
"კლინიკა სავსეა პაციენტებით. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სხვა კლინიკებიდან ან სახლიდან რეანიმაციაში გადმოყვანა, პრაქტიკულად, ვერ ვიღებთ. ამ წუთას ჩვენს კლინიკაში არც ერთი პაციენტი არ წევს ისეთი, რომელსაც არ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. კლინიკის 80% გადასულია კოვიდპაციენტების მომსახურებაზე - მათი რაოდენობა ძალიან დიდი და მათგან უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. პრაქტიკულად, ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან ხვდება, ჟანგბადის მომხმარებელია. მსუბუქ პაციენტებს ჩვენ ვერ ვიღებთ. ზოგადად, მსოფლიო მონაცემებით, სტაციონირებას საჭიროებს დაავადებულების მხოლოდ 20%. უნდა მივცეთ ამ 20%-ს საშუალება, რომ მკურნალობა კლინიკაში გააგრძელონ", - ამბობს გოლიაძე "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი".
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინზე ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ არის.