სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ამბობს, რომ ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არის. 

"დღეის მდგომარეობით ჩვენ 1 040 სასუნთქი აპარატი გვაქვს. რეანიმაციული პაციენტი გვყავს 227. აქედან გამომდინარე, სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის. საჭიროების შემთხვევაში, 2 500 სასუნტქი აპარატიც გვაქვს და მოხდება მათი დამატებით მობილიზება", - ამბობს ტიკარაძე.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრი - ეპიდვითარებაზე საუბრისას - მაია ცქიტიშვილის მსგავსად, ვირუსის სწრაფად გავრცელებას აქციებს უკავშირებს

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სასუნთქ აპარატებთან ერთად ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზებულია 7 363 საწოლი, საიდანაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 5 951-ია აქტიურად გამოყენებული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი