თბილისის მერი ისევ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს. მისვე თქმით, ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი:
ამ დღეების განმავლობაში ცხადი იქნება, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის, რომ მგონი ყველა აცნობიერებს - როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აუცილებელია მოხდეს შეთანხმება. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ოპონენტებისა ფიქრობს ასე, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა - ამბობს კალაძე და უარყოფს, რომ მოლაპარაკებებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი განიხილება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ხელისუფლებიდან მას არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის.
ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს, ცესკო-ს ახალ ადმინისტრაციასა და პოლიტპატიმრების (გიორგი რურუა, ივერ მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა) გათავისუფლებას ითხოვს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული თარიღი- როდის ჩაინიშნება მოლაპარაკების მესამე რაუნდი.