მინისტრის განცხადება საწოლფონდზე რეალურ სურათს სრულად ეწინააღმდგება - "მთავარის" ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

მძიმე სიმპტომებით პაციენტი კლინიკაში გადაყვანას სამი დღე ელოდებოდა. სასწრაფოს მანქანით პენსიონრი ქალბატონი ზღვის ჰოსპიტალში მიიყვანეს, ხანდაზმული და დიაბეტიანი პაციენტი კი კლინიკიდან უკან გამოაბრუნეს, საავადმყოფოში ტავისუფალი ადგილი არ ჰქონდათ, 

კლინიკიდან მძიმე სიმპტომებით სახლში გაბრუნებული პაციენტი გადაყვანას სასწრაფოს ჯგუფი თითქმის 1 საათი ცდილობდა, კოვიდ კლინიკების უმრავლესობაში თავისუფალი ადგილები არ აღმოჩნდა, საავადმყოფოში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოათავსებდნენ, თუკი ჯანდაცვის სამინისტროსტან იქნებოდა შეტანხმებული, პაციენტის ახლობლებს ამის იმედიც გადაეწურათ.

ახლობლები სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობდნენ თუმცა ლოდინი უწევდათ. "ნაცნობები არ გვყავს და ვუყურო როგორ კვდება?" - ამბობს ცუდად მყოფის ნათესავი.

კლინიკებში უმძიმეს ვითარებას "მთავარი არხის" ექსპერიმენტიც ადასტურებს, თბილისის კოვიდ კლინიკების დიდ უმრავლესობაში თავისუფალი ადგილები ამოიწყრა. გადავსებულ საავადმყოფოებში პაციენტის მიღებაზე უარს ამბობენ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში პაციენტები მხოლოდ ტიკარაძის უწყებასთან შეთანხმებით მიიღება. სხვა ყველა პაციენტი სიკვდილიოსთის არის განწირული.

ყველა იმ კლინიკაში სადაც "მთავარი არხი" მივიდა ადგილები გადავსებული იყო. 

თბილისის ერთერთ ყველაზე დიდ კლინიკაშიც ადგილები აღარ არის, რეპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ პაციენტებისთვის გამოყოფილი ადგილები მთლიანად შევსებულია. კლინიკის ექიმიებმა არ იციან როდის გათავისუფლდება საწოლები, ერთადერთინ რაც ზუსტად იციან, ის არის, რომ მომდევნო დღეებშიც კოვიდ პაციენტების მირებას ვერ შეძლებენ. 

დედაქალაქის მასშტაბით თითქმის არ არსებობს საავადმყოფო, სადაც ახლადდადასტურებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტების მიიღებენ, ცხელების ცენტრში რომელიც ერთერთი მთავარი რგოლია ჯანდაცვის სექტორში, დღეს მტავარ არხს გამოუცხადეს რომ ვერ პაციენტებს დააწვევენ და ვერც კოვიდ ტესტებს ცაუტარებე, მიზეზი აქაც უადგილობაა. კლინიკებში მხოლოდ იმ შემტხვევაში გამოჩნდება თავისუფალი ადგილი თუ სამინისტროდან ერთი ზარი განხორციელდება საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან, რიგითი მოქალაქეებისთვის კი ყველა კლინიკის კარი დაკეტილია.

 ამ უმძიმესი სურათის ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ისევ ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა, ეკა ტიკარაძემ დღეს მედიას მათემატიკური ამოცანა წარუდგინა, რომლის მიხედვიტაც თქვა რომ ქვეყანაში საკმარისი საწოლი ადგილებია, მინისტრის დათვლით დღეს 279 საწოლია თავისუფალი, ტიკარაძის მიერ ფურცელზე წინასწარ მონიშნული ციფრების გამოანგარიშებით ბალანსი ვერ დაჯდა,  ოფიციალური ცუფრებითაც კი ქვეყანას  279 თავისუიფალი ადგილი არ აქვს, ან სხვა შემტხვევაში ეკა ტიკარაძე იტყუება.

ჯანდაცვის კოლაფსს თავად "ოცნების" მთავრობა არ აღიარებს, საკუთარი დათვლებითაც კი მომდევნო დღეებში რა ბედი ელის კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს უცნობია, მით უფრო მაშინ, როდესაც ინფიცირების რიცხვი უკიდურესად სწრაფად მატულობს, თავად ეპიდემიოლოგებიც ღიად აცხადებენ, რომ  დღის განმავლობაში დადასტურებული შემტხვევების რიცხვი რეალურისგან შორს არის, ქვეყანაში რეალურად დღის განმავლობაში, დიდი ალკბათობით 10 000 და მეტი კოვიდინფიცირებულია.     

არსებულ პრობლემაზე დღესვე გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა ინფექციონისტმა ლია გოლიაძემ. ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კლინიკა სავსეა და ისინი დამატებითი პაციენტების მიღებას ვეღარ არხერხებენ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი