ერთპარტიული პარლამენტი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებენ

გამოქვეყნდა:

პირველად ქვეყნის   უახლეს ისტორიაში საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება. ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში მარტო დარჩენილ "ქართლ ოცნებას" ექნება უმრავლესობა თუმცა არა საკონსტიტუციო, რაც მნიშვნელობანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არის აუცილებელი. 

21 ნოემბერს მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ არჩევნებს, სადაც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავს მოუგო, ამ შედეგებით მმართველ გუნდს პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება. ეს საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს. 
თუმცა, რადგან საკნონმდებლო ორგანოში დეპუტათა 2/3 არ იქნება, რაც იმას ნიშნავს რომ საკონსტუტიცო კანონებს და ცვლილებებს "ოცნება" ვერ მიიღებს. მაგალითად : 

  • კონსტიტუციური კანონი  - რომლის მიღებასაც სრული შემდაგენლობის 3/4 ანუ 113 დეპუტატის ხმს სჭირდება 
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონსტიტუციური კანონი - შემადგენლობის 2.3 ანუ 100 დეპუტატის ხმა
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონი - არანაკლებ 2/3 ანუ 100 დეპუტატის ხმა 
  • საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადასაყენებლად - სრული შემადგენლობის 2/3 ანუ 100 დეპუტატის ხმა სჭირდება ამ ცვლილებას 

"ეს პარალამენტი არა მხოლოდ მორალურ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას განიცდის მას, ლეგიტიმურობა დღესვე არ გააჩნია, მას იურიდიული უფლებამოსილებაც არ ექნება... ახალი არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არ იქნება " - ამბობს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე. 

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე კი ამბობს, რომ ლეგალურობის თვალსაზრისით პრობლემა არ იქნება, ლეგიტიმურობის პრობლემა კი, რამდენად მწვავედ დადგება, მომავალი გამოაჩენს.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 10 დეკემბრისა უნდა დაინიშნოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი