სასულიერო პირებთან შეხვედრა არ განიხილება - ოპოზიციის პასუხი მეუფე იაკობს

გამოქვეყნდა:

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის შეთავაზებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ეკელსიის ჩართვაზე ოპოზიცია უარით პასუხობს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ეკლესიის და სახელმწიფოს საქმეები გამიჯნულია და მეუფესაც ურჩევს, ჩაურევლობის პრინციპი დაიცვას.

"შეხვედრა მათთან არ განიხილება, მე გამიხარდება, თუ მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა. შესაძლოა ამ ადამიანს უბრალოდ რაიმე სახით უნდა დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებას, ეს მისასალმებელია, მაგრამ არა დიალოგის გზით ოპოზიციურ პარტიებსა და ეკლესიას შორის", - თქვა ენმ-ს წევრმა, ნიკა მელიამ. 

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის აზრით, მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე მისვლა საკმარისი არაა და ხელისულფებასა და ოპოზიციას შეუძლიათ ეკლესიასაც მიმართონ. მისი თქმით, ეკლესია არის ადგილი სადაც შეიძლება გაერთიანება მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და ამერიკის ჩართულობით მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისულფება კი კომპრომისად ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი